saqarTvelos mRvimeebi - muCeris mRvime
კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, წეგელდის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე, მდინარე წაჩხურის აუზში, ზღვის დონიდან 700 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი გაიხსნა მუჩერის მთაზე გზის გაყვანის დროს. საწყისი წის ფსკერზე ორი დაღმავალი სიღრუე იხსნება, რომლებიც 10-12 მ. შემდეგ იქოლება. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება დროებითი ნაკადებით ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. მშრალია; წვიმების დროს ჭარბად შედის დროებითი ნაკადები.